Sunday, March 13, 2011

ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები

  1. პროექტის სახელწოდება: ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:მოსწავლეები დაწვრილებით სწავლობენ და ეცნობიან ლონდონის ღირსშესანიშნავ ადგილებს
  3. პროექტის აქტუალობა:პროექტი თავისთავად აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლეები არ იცნობენ იმ ქვეყნისა და ქალაქის ისტორიასა და მნიშვნელოვან ადგილებს, რომლის ენასაც სწავლობენ
  4. პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა კრგად შეისწავლონ ლონდონის როგორც ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქის ისტორია მისი მდებარეობა და ისტორიული ძეგლები, ამასთან ერთად შეისწავლონ ლონდონის თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები, შეძლონ დამოუკიდებლად მოიპოვონ მასალები აღნიშნული საკითხის შესახებ 
  5. მონაწილეთა ასაკი:8-9 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა:პროექტის ხანგრძლივობა 3თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის განმავლობაში მოსწავლეები შეძლებენ ვირტუალურად იმოგზაურონ და მოინახულონ ლონდონი და მისი ყველა ღირსშესანიშნაობანი,მოიძიებენ ინტერნეტში ფოტო და ვიდეო მასალას რასაც შემდეგში წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით, ასევე შეისწავლიან მათ ისტორიულ მნიშვნელობას, შექმნიან ფოტო ალბომს,მოაწყობენ სურათების გამოფენას სკოლაში და გაუზიარებენ აზრებს თავისზე უმცროს მოსწავლეებს, გააცოცხლებენ დიდი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის უკვდავ "რომეო და ჯულიეტას",  და მის შეუდარებელ სონეტებს
  8. პროექტებისთვის საჭირო რესურსები: აღნიშნული პროექტისთვის აუცილებელია კომპიუტერი, პროექტორი, მოსწავლეთა ჯგუფი, 9–კლასის სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოძიებული ფოტო და ვიდეო მასალა  
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): უპირველეს ყოვლისა მოსწავლეები უნდა გაეცნონ და კარგად შეისწავლონ ლონდონის ისტოროა, მისი მდებარეობა, ძირითადი ისტორიული ძეგლები და მათი ღირებულებები, ამის შემდეგ მოსწავლეები სხვადასხვა საძიებო სისტემების საშუალებით მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას, შექმნიან პრეზენტაციებს, დადგამენ ფრაგმენტებს ცნობილი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"–დან წარმოგვიდგენენ მისსავე უკვდავ სონეტებს, გააცოცხლებენ ლონდონის კოშკის ისტორიას.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიღრმავებენ თავიანთ ცოდნასა და უნარჩვევას ისტორიაში, გეოგრაფიაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაში,,ხელოვნებაში მოსწავლეები ეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას და სწავლების ისეთ სტრატეგიას როგორიცაა სწავლა კეთებით.   
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):პროექტის ხელმძღვანელი, დირბის საჯარო სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებელი–თამარ ბუზიაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamarbuziashvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tamarbuziashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment